სოფელ ქედში დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დღეს
დილიდან განახლდა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს აჭარიდან აცნობეს, გუშინ ჩამოწოლილმა
მეწყერმა შიდა სასოფლო ხიდები დააზიანა.
სოფლიდან 15- მდე ოჯახია ევაკუირებული. სტიქიას
მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც ადგილობრივები ყვებიან მეწყერი გუშინ ჩამოწვა და ამ
დრომდე საკმაოდ აქტიურია. დაზარალებულებს
დახმარებას მუნიციპალიტეტი გაუწევს.
Internet.ge