ხვალ ცხინვალის
რეგიონში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ძალოვანი
სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები.
დღეს საღამოს 20:00
საათიდან კი საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავენ. მიმოსვლა შეწყდება
მოსაბრუნის, არცევის, სინაგურის, ქარზამანის დასახლებულ პუნქტებზე გავლით.
მოძრაობა მხოლოდ ხვალ, „არჩევნების“ დასრულებისა და „საარჩევნო უბნების“ დახურვის
შემდეგ აღდგება - აცხადებენ ცხინვალის რეგიონის „კგბ“-ს გაყოფილებაში.
ცხინვალის რეგიონის
მთელს ტერიტორიაზე კი წესრიგს ხვალ ე.წ. შს სამინისტროს 1000 თანამშრომელი
გააკონტროლებს.
Internet.ge