GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სეპარატისტული ცხინვალის დელეგაცია უნგრეთში შეხვედრებს მართავს
10:38 13.08.2012
დღის სიახლეები

„ოსრადიოს“ ცნობით, ცხინვალის დელეგაცია ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მირა ცხოვრებოვას ხელმძღვანელობით უნგრეთის ქალაქ იასბერენის მერს ტამაშ საბოს შეხვდა. შეხვედრაზე მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს - იუწყება სააგენტო და დასძენს, რომ საბომ მზადყოფნა გამოთქვა ცხინვალსა და ქალაქ იასბერენს შორის კულტურული ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ინტერვიუები მისცეს უნგრულ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც „ოსრადიოს“ ცნობით, „ქართულ-ოსური კონფლიქტით“ და ცხინვალის მიერ „დამოუკიდებლობის მოპოვებით“ იყვნენ დაინტერესებულები.

როგორც ოსური სააგენტო წერს, ქალაქ იასბერენში არაერთხელ ყოფილან ჩასულები ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები, თუმცა ცხინვალის დელეგაციის ჩასვლით, მასპინძლებმა „ოსეთის სხვა ნაწილი - დამოუკიდებელი, აღიარებული სახელმწიფო სამხრეთ ოსეთი აღმოაჩინეს“.

„ოსრადიოს“ ცნობით, მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია უნგრეთში იასბერენის მერის მიწვევით იმყოფებოდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
BBC საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სტატიას უძღვნის1
მიხეილ სააკაშვილი: მთელი წლის განმავლობაში სვანეთში დღეში ორი ავიარეისი შესრულდება2
კახა ძაგანია მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების” ლიდერებს დებატებში იწვევს3
სეპარატისტული ცხინვალის დელეგაცია უნგრეთში შეხვედრებს მართავს4
ოლიმპიური ჩემპიონატის მონაწილეებს მაყურებელმა ბოთლი ესროლა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X