ცხინვალის რეგიონის ე.წ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, „კგბ“-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ლეონიდ თიბილოვი უკვე „პრეზიდენტად“
გამოაცხადა. თავისი მოვალეობის შესრულებას ის ოფიციალურად 19 აპრილიდან შეუდგება.
სწორედ ამ დღესაა დანიშნული ედუარდ კოკოითის შემცვლელის ე.წ. ინაუგურაცია.
ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი, ალა ჯიოევა,
თიბილოვს არალეგიტიმურ „პრეზიდენტს “ უწოდებს და კვლავ აცხადებს, რომ
„საპრეზიდენტო არჩევნები“ უკანონოა, რამდენადაც თავის დროზე სწორედ ჯიოევას
წაართვეს „არჩევნებში“ მოპოვებული გამარჯვება.
პირველივე გამოხმაურება, რაც თიბილოვის არჩევას მოსკოვიდან
მოჰყვა, არის ის, რომ დუმის დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ თიბილოვი არ
გადაუხვევს კურსს და „რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში იმოქმედებს“.
Internet.ge