რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ცხინვალელებს 2015 წლამდე კარვებში ცხოვრება მოუწევთ
უსახლკაროდ
დარჩენილი მოსახლეობის პრობლემას 2015 წლამდე ვერ მოაგვარებენ. გარდა ამისა,
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაც შეფერხებით მიმდინარეობს.
ამის შესახებ
ე.წ. მშენებლობის მინისტრმა განაცხადა და მიზეზად რუსეთიდან ფულის დაგვიანებით
გადმორიცხვა დაასახელა.
ანატოლი
მაშელკინის თქმით, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული 2,960
მილიარდი რუბლი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს მოსკოვისგან წლის დასაწყისში უნდა
მიეღო, მხოლოდ ივლისის თვეში ჩარიცხეს, ისიც არასრულად. ამ ფულით გზებს, სკოლებსა
და საბავშვო ბაღებს ააშენებენ, მაგრამ საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის ერთი
რუბლიც არ არის გათვალისწინებული - აღნიშნა მაშელკინმა.
internet.ge