ცხინვალში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურეებს ელოდებიან
დღეს, ოკუპირებულ ცხინვალში ოსი სეპარატისტები, რუსეთის ფედერაციის მიერ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ‘’დამოუკიდებლობის“ აღიარებას აღნიშნავენ.
ამასთან დაკავშირებით,
ცხინვალში, სამშვიდობოების სახელობის ქუჩაზე,
კულტურულ-სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.
დღეს ცხინვალში ელოდებიან რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურეებსაც.
როგორც სააგენტო „ოსრადიო“ იუწყება, ღონისძიების ორგანიზატორი ადგილობრივი დაჭრილთა ფონდია, რომელიც თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე სამხედროების მიმართ მადლიერებას ამ ფორმით გამოხატავენ და მათ
დასვენებას სთავაზობენ.
2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას
საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამის შემდეგ კოკოითმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა, რომლის
მიხედვითაც 26 აგვისტო სადღესასწაულო თარიღებში შევიდა და არასამუშაო დღედ
გამოცხადდა.
Internet.ge