აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა, რომ მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაგრძელდება და მალე აფხაზეთს სირია და ირანი აღიარებენ.
ლაკობას თქმით, ამ თემაზე მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან იქ მიმდინარე მოვლენების გამო დროებით არის შეჩერებული.
ლაკობას თქმით, საქართველო და აფხაზეთი დღეს ომის მდგომარეობაში არიან, რადგან თბილისი უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.
“ეხო კავკაზას” კითხვაზე, არიან თუ არა აფხაზეთში ძალები, რომლებიც საქართველოსთან კვლავ მიერთების მომხრენი არიან, ლაკობამ განაცხადა, რომ ასეთი ძალების შესახებ მას არ სმენია.
Internet.ge