|
08:57 03.07.2012
|
სასაზღვრო მდინარე ფსოუზე ტრაფარეტი მოხსნეს, რომელიც რუსეთიდან ჩასულებს ამცნობდა, რომ ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე შედიოდნენ. „მოიშორეთ ილუზიები, ილუზიები აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ. მათ არ ადარდებთ ჩვენი დამოუკიდებლობა,“ - ასე გამოეხმაურენ აფხაზები აღნიშნულ ფაქტს. |
|
|
17:38 02.07.2012
|
ზარდიანთკარის მოსახლეობის ნაწილი დატოვებს საკუთარ სახლებს, თუკი საქართველოს შსს უახლოეს მომავალში არ იღებს სოფელში რამდენიმე დღის წინ ჩადგმულ პოლიციის პოსტს - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. |
|
|
14:51 30.06.2012
|
45 ბავშვი ცხინვალის რეგიონიდან საზაფხულო არდადეგებზე აფხაზეთში გაგზავნეს. ისინი ორ კვირას გაგრაში გაატარებენ. |
|
|
14:40 30.06.2012
|
სამხრეთ ოსეთში რუსი მესაზღვრეებისთვის ახალი შენობის კომპლექსი ააგეს. კომპლექსის გახსნის საზეიმო ცერემონიას არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და თავდაცვის მინისტრი ვალერი იახნოვიჩი ესწრებოდნენ. |
|
|
11:10 30.06.2012
|
ცხინვალი შეშფოთებულია სოფელ ზარდიანთკარში ქართული პოლიციის პოსტის განთავსების გამო - წერს ადგილობრივი სააგენტო „რეს“, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განუცხადა, რომ 29 ივნისს, საქართველოს შსს-მ აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში - ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს პოლიციის პოსტი ჩადგა. |
|
|
10:07 30.06.2012
|
„ჩვენ მშვიდად ვიცხოვრებთ, განვვითარდებით არა ოკუპირებულ, როგორც დასავლეთი თვლის, არამედ თავისუფალ და დამოუკიდებელ აფხაზეთში და ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება“ - განუცხადა ანქვაბმა ევროკავშირის წარმომადგენლებს. |
|
|
20:19 29.06.2012
|
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ სომხურმა მხარემ გუშინ და დღეს ისევ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. |
|
|
19:09 29.06.2012
|
კოჩიევი და კოკოევი კაბინეტის გასაღებს ვერ იყოფენ. კომუნისტების ლიდერი დღესაც ამაოდ მივიდა „პარლამენტში“, მაგრამ კუთვნილ კაბინეტში ვერ მოხვდა. ამასთან, კოკოევი თავის მხარდამჭერებთან ერთად ცდილობს, ისევ დააყენოს კოჩიევის უფლებამოსილების საკითხი და პოსტი შეინარჩუნოს. |
|
|
14:22 27.06.2012
|
გუშინ, ბოლო მომენტამდე საერთაშორისო შუამავლები იმედს არ კარგავდნენ, რომ დღეს დაგეგმილი შეხვედრა შედგებოდა. სოხუმს ტიშკევიჩთან დაკავშირებული პოზიციების გამო შეხვედრის დელეგაციების ხელმძღვანელთა მოადგილეების დონეზე ჩატარებაც შესთავაზეს. |
|
|
13:02 27.06.2012
|
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების“ პროგრამის დირექტორს ჯონათან კოენს და კავკასიის პროგრამის დირექტორს რეიჩელ კლოგს შეხვდა. |
|
|
10:49 26.06.2012
|
თიბილოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სამხრეთ ოსეთში ვიზიტი გეგმიურ ხასიათს ატარებს და არ არის დაკავშირებული სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაციასთან. |
|