|
14:33 05.06.2012
|
დღეს დილით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, 4 აზერბაიჯანელი და 3 სომეხი სამხედროა დაღუპული. არსებობს ცნობები დაჭრილთა შესახებაც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. |
| |
11:31 05.06.2012
|
ბორის ჩოჩიევის თქმით, ეუთოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, თუ ის ყველა აუცილებელ პირობას შეასრულებს. ამ პირობებიდან კი ყველაზე მთავარი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება და 2008 წელს საქართველოს ქმედებების ობიექტური შეფასებაა. |
| |
14:59 04.06.2012
|
„დღევანდელ დღეს ორმაგი მნიშვნელობა აქვს. პირველი - ეს არის მიღება „რუსეთის“ დღესთან“ დაკავშირებით, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება და მეორე - რუსეთის საელჩოს შენობის გახსნა“ - განაცხადეს რუსეთის ე.წ. დიპწარმომადგენლობაში. |
| |
11:33 04.06.2012
|
სანაკოევის განცხადებით, ამჟამად კონტაქტის ერთადერთი ფორმატი ჟენევის დისკუსიებია, რომელზეც, რუსეთთან ერთად, ცხინვალის მთავარი მიზანი ქართული მხარისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებაა. |
| |
13:06 02.06.2012
|
„ანტიგუას პრემიერ-მინისტრმა ბოლდუინ სპენსერმა მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებები გამართა დოქტორ ირაკლი ხინთიბასთან (აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან), რომელიც სახელმწიფოს სახით აღიარებას ეძებს“ - იუწყება Caribbean Journal. |
| |
10:28 02.06.2012
|
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროებისა და შს ორგანოებმა დაადგინეს, რომ 28 მაისს გალში, კაფე „ზოლუშკაში“ მომხდარი მკვლელობა ქართული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული იყო - იუწყება „აბხაზია ორგ“.
|
| |
16:16 01.06.2012
|
ნურგალიევი მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს უკვე შეხვდა, სადაც მხარეებმა აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობები და ერთობლივი შეთანხმებების რეალიზაციის საკითხები განიხილეს, მათ შორის სამხედრო და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით.
|
| |
15:25 01.06.2012
|
ბიზნესმენმა ლამბერტო როსიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც იტალიიდან ჩამოსულმა დელეგაციამ აფხაზეთი დაათვალიერა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, სოხუმს ფერმერთა კონსორციუმის ორგანიზება შესთავაზეს, რომელმაც თავის მხრივ, საქონლისთვის საკვების დამამზადებელი ქარხნის შექმნაზე უნდა იმუშაოს. |
| |
11:53 01.06.2012
|
სარკინიგზო მიმოსვლა დღეიდან იწყება. მოსკოვის კურსკის სადგურიდან 15-ვაგონიანი შემადგენლობა, მატარებელი №075 „მოსკოვი-სოხუმი“ დღეიდან ყოველდღიურად იმოძრავებს. |
| |
10:46 01.06.2012
|
მონუმენტის გახსნა და დღესასწაული 29 ივლისს ჩატარდება, სწორედ ამ დღეს 20 წლის წინ დნესტრისპირეთში თვითმფრინავმა პირველი რუსი სამშვიდობოები ჩაიყვანა, რომლებიც, როგორც წესი, მალე, ოკუპანტებად იქცნენ. |
| |
10:23 01.06.2012
|
ცხინვალელი ექსპერტი ალან პარასტაევი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, რესპუბლიკის „მთავრობაში“ ისეთი ადამიანები დანიშნულიყვნენ, რომლებსაც რუსეთის პოზიციებზე გავლენის მოხდენა შეეძლებოდათ. |
|
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|