რუსეთი არ აპირებს ისევ დაესხას თავს საქართველოს. დღესდღეობით, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი დიდ სირთულეებს განიცდის. ამიტომ, იძულებულია, გაზარდოს პირადი შემადგენლოობა დაღესტნის მთიან რაიონებში, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს ესაზღვრებიან. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს სურს კვლავ დაარტყას საქართველოს - განაცხადა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა გამოცემა exo.az - თან საუბრისას.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ რიგი წყაროები საქართველოსა და აზერბაიჯანთან მოსაზღვრე დაღესტნის რაიონებში რუსული ჯარების კონცენტრაციაზე მიუთითებენ. მაგალითად კი მოჰყავთ ის, რომ სოფელ საგადთან, ჯავშანკოლონები მოძრაობენ, რა დროსაც ერთი ჯავშანტრანსპორტიორი ხეობაში გადავარდა და სამხედროები დაიღუპნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამხედროები ტყის მასივების ბლოკირებას ახდენენ, რათა ჰაერიდან მიიტანონ შეტევები დაღესტნის მთიან რაიონებში განთავსებულ მოჯაჰედთა ბაზებზე, მეორე ვერსიით კი მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის მზადება.
ჯაფაროვის თქმით, რუსეთი ვეღარ მოიქცევა ისე, როგორც წლების წინ, რადგან საქართველოს ხელისუფლება ჩამოყალიბდა, თუ რა მომავალი სურს და ეს ქვეყანა ინტეგრირდება ნატოსა და ევროსტრუქტურებში.
"რუსეთს, უბრალოდ, არ სურს შეეგუოს იმას, რომ დსთ-ის ყოფილი ქვეყნები თავისი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ და დამოუკიდებლები არიან" – განაცხადა ექსპერტმა.
როგორც მან აღნიშნა, როცა რუსეთი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაციას ახდენს, მან უნდა აუხსნას ამ ქვეყნებს, რისთვის კეთდება ეს, რადგან მეზობელ სახელმწიფოებს აქვთ უფლება საქმის კურსში იყვნენ.
Internet.ge