„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოება“ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ დუშეთში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ოტიაშვილის მიერ
ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი.
27 აგვისტოს „მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, „ვაჟაობაზე“ ერთ-ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა.
„გამომდინარე
იქიდან, რომ მსგავსი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
1641 მუხლით
გათვალისწინებულ დანაშაულს - „ამომრჩევლის მოსყიდვას“, მოვუწოდებთ სამართალდამცავ
ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტში დანაშაულის ნიშნების
შესწავლის მიზნით“,-
ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
Internet.ge