ცესკოში სიებისა და მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ვადა 2012 წლის 1-ელ სექტემბერს იწურება
საქართველოს
ცენტრალური
საარჩევნო
კომისია საარჩევნო სუბიექტებს შეახსენებს, რომ პარტიული სიებისა და მაჟორიტარული კანდიდატების, აგრეთვე თანდართული დოკუმენტაციის ცესკოში წარდგენის ვადა 2012 წლის პირველ სექტემბერს
იწურება.
პროცედურულ
ვადებთან დაკავშირებული გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტებს მიმართავს თხოვნით, ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს და დროულად
დაიჭირონ თადარიგი ყველა საჭირო განაცხადისა და დოკუმენტაციის წარმოსადგენად.
Internet.ge