GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბურჯანაძეს 9 აპრილის მემორიალიდან II მსოფლიო ომში დაღუპულთა საფლავებზე წასვლისკენ მოუწოდეს
12:50 10.04.2012
დღის სიახლეები

დღეს "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ბრიფინგი გამართეს. კრების წევრებმა, 9 აპრილის მემორიალთან "სახალხო კრების" აქტივისტებისა და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერისთვის, 9 აპრილს დაღუპულთა მიმართ პატივის მიგებისთვის ხელის შეშლა გააპროტესტეს.

საბჭოს წევრთა განცხადებით, "ხელისუფლება ცდილობს, თუნდაც 9 აპრილს დაღუპული გმირების პატივის "მიმგებლები" პოლიტიკური ნიშნით გაყოს. ჩვენ გუშინ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცავებმა ხელი შეგვიშალეს მემორიალთან მისვლასა და სანთლის ანთებაში.

ის ადამიანები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები იყვნენ, რომელთაც გაცნობიერებული არ აქვთ რას აკეთებდნენ. მათ მოგვაძახეს, რომ ჩვენ არა 9 აპრილის მემორიალთან, არამედ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა საფლავზე უნდა მივსულიყავით. ამასთან, იქ იდგნენ ფორმიანი პოლიციელებიც, რომლებიც გვეუბნებოდნენ: თქვენ ის ხალხი ხართ, რომლებმაც 26 მაისს თანამშრომელი მოგვიკალითო.

ჩვენის მხრივ, უნდა აღვნიშნოთ, რომ 26 მაისს ჩვენ არავის დავჯახებივართ ავტომანქანით და არც არავინ მოგვიკლავს. გვინდა შეგახსენოთ, ჩვენ ყოველთვის ისე მოვიქცევით, როგორც კრება ჩათვლის საჭიროდ და ყოველთვის მივაგებთ პატივს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას," - განაცხადეს "სახალხო კრებელებმა".

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძემ ჟურნალისტების მიერ ივანიშვილთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა. მიუხედავად ჟურნალისტების მცდელობისა, მიეღოთ პასუხი დასმულ კითხვებზე, ბურჯანაძემ ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა მოეწყო1
ეროვნულ ბიბლიოთეკაში რეზო თაბუკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება2
შენგელიას 14 ქულა3
ბურჯანაძეს 9 აპრილის მემორიალიდან II მსოფლიო ომში დაღუპულთა საფლავებზე წასვლისკენ მოუწოდეს4
„ქრისტიან–დემოკრატების“ საკონსტიტუციო ინიციატივის განხილვა 15:00 საათზე დაიწყება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X