GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უამინდობის გამო ანტიტერორისტული ოპერაცია შეჩერებულია - რეპორტაჟი ლაფანყურიდან
00:01 30.08.2012
დღის სიახლეები

საქართველო- რუსეთის საზღვარზე, დაღესტნის ტერიტორიაზე ქართველ სპეცრაზმელებსა და შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს შორის დაპირსპირებას მსხვერპლი მოჰყვა.

ბოლო მონაცმებით, ანტიტერორიტული ოპერაციის დროს დაღუპულია 11 ბოევიკი. მსხვერპლია ქართულ მხარესაც. ორდღიან სპეცოპერაციას 3 სპეცრაზმელი ემსხვერპლა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი წევრია, ხოლო ერთი - თავდაცივის სამინისტროს სპოციალური რაზმის წევრი, რომელიც ამავე დროს სამხედრო ექიმიც იყო.

შსს მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართველ სპეცრაზმელებს 6 ბოევიკი ალყაში ჰყავთ.

დაახლოებით საღამოს 20:00 საათისთვის ტერიტორიაზე  კრაზის ტიპის ორი სამხედრო სატვირთო მანქანა შევიდა, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს სპეციალური  დანიშნულების რაზმის 40-მდე წევრი იმყოფებოდა.

სოფელ ლაფანყურის ცენტრში  შსს-ს თანამშრომლები პატრულირებენ. დასახლებული ტერიტორიის მიღმა გასვლის საშუალება არც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და არც სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ. არაოფიციალური ინფორმაიით, ამ დროისთვის სპეცოპერაცია შეჩერებულია, ვინაიდან მთაში ნისლია. თუმცა სოფელ ლაფანყურში სპეცოპერაციის ადგილიდან მხოლოდ ცარიელი პიკაპის ტიპის ავტომობილები ბრუნდებიან, რაც იმას ნიშნავბს, რომ შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მთელი ღამის განმავლობაში სპეცოპერაციის ადგილზე დარჩებიან.

გავრცელდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ სოფელში პანიკაა და მოქალაქეები სახლებს ტოვებენ, თუმცა აღნიშნული ინფოირმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს სოფლის მაცხოვრებლებმა განუცხადეს,  ისინი წასვლას არსად აპირებენ და არც პანიკაში არიან.

სოფლის მაცხოვრებები განმარტავენ, რომ სპეცოპერაციის დასრულებას ამაღამ ელოდებიან, რის გამოც სახლებიდან წასვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის რამდნიმე ათეული მაცხორვებელი, სოფელ ლაფანყურის ცენტრში ჟურნალისტებთან ერთად ელოდება სპეცოპერაციის დასრულებას.

დაახლოებით 22:00 საათისთვის სპეცოპერაციის ადგილიდან გამოვიდა ორი სასწრაფი დახმარების ავტომობილი, თუმცა სოფლის ცენტრში შეკრებილი ჟურტნალისტებისთვის უცნობი დარჩა, გადაჰყავდათ თუ არა დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს.

ამ დროისთვის სოფლეში სიმშვიდეა, მედიასაშუალების წარმომადგერნლები კი კვლავ სოფლის ცენტრში რჩებიან.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯონ მაკკეინი უკვე საქართველოშია1
ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ (VIDEO)2
გლდანის ციხეში მოკლევადიანი პაემნები ამ დრომდე მიმდინარეობს3
ფონიჭალაში დაჭრილი 17 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობას მკაცრად ასაიდუმლოებენ4
ქართველმა დეპუტატებმა, ესპანელ კონგრესმენთან, პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X