„ქართული
ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია მმართველი გუნდის
მაჟორიტარიბის კანდიდატ როლანდ ახალაიას დებატებში იწვევს.
„მე
ვთავაზობ ჩემს კონკურენტს დამიჯდეს დებატებში, არ აქვს მნიშვნვნელობა ეს იქნება ადგილობრივი ტელევიზიით თუ რომელიმე ცენტრალური არხით. მთავარია ზუგდიდელებს გავაგებინოთ რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს.
მიუხედავად
ყველაფრისა,
პატივს ვცემ ოპონენტს და მინდა დავამკვიდრო ჯანსაღი კონკურენციის ტრადიცია. ამიტომ ვთხოვ როლანდ ახალაიას მიიღოს ჩემი შეთავაზება და ღირსეული წინააღმდეგობა გამიწიოს ზუგდიდის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
აღნიშნული
განცხადება
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გამარჯვების ქუჩაზე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრისას გააკეთა.
internet.ge