„ქართული ოცნების“ მიერ თელავში დაგეგმილი აქცია 2 სექტემბერს აღარ
გაიმართება. ამის შესახებ კოალიციის
ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
აქციის გადადების გადაწყვეტილება კოალიციის საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.
ივანიშვილის განცხადებით, თელავში გასამართი აქციის თარიღს
საზოგადოება მალე შეიტყობს.
„აქციის გამართვასთან დაკავშირებით კოალიციაში ვიმსჯელეთ და
გადავწყვიტეთ, რომ აქცია უნდა გადაიდოს და არა გაუქმდეს. ეს ყველაფერი კი დღეს
არსებულ სიტუაციას უკავშირდება“,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge