„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას შეფასებით,
ბიძინა ივანიშვილს სათქმელი არაფერი აქვს და მათთან ტელედებატებში უარს სწორედ ამ
მიზეზით ამბობს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას გუგავამ განაცხადა, ივანიშვილი
ორღობის ჭორიკანა დედაკაცივით იქცევა, რომელიც ჭორიკნობს და ამის დამამტკიცებელი
საბუთები არ აქვს.
„თუ ივანიშვილს რაიმე არგუმენტი გააჩნია, მაშინ ღიად უნდა გამოვიდეს
ტელედებატებში, მაგრამ ის მშიშარაა და პინგვინი. ორღობის ჭორიკანა დედაკაცივით
იქცევა. ამიტომ, როგორც პინგვინს შეშვენის ყინულის საფარში უნდა ჩაიმალოს. მისი
განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ცრუპენტელა და მშიშარაა“,- განაცხადა გუგავამ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული
ტელედებატების ფორმატი თვალთმაქცობაა,
ვინაიდან სიცრუე იქნება სადებატოდ ფსევდო ოპოზიციასთან დაჯდეს.
internet.ge