საქართველო-რუსეთის დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნატოს შტაბ-ბინაში საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა ჩატარდა.
ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირმაც გააკეთა.
კერძოდ, ევროკავშირი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ქართველი მძევლების აყვანის ინცინდენტის გამო. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა მაიკლ მენმა განაცხადა.
`ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და ვარკვევთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, თუ რა მოხდა,~ - განაცხადა მენმა ბრიუსელში ჟურნალისტებტან საუბრისას.
მისივე თქმით, ევროკავშირს ინცინდენტის რაიონში თავისი დამკვირვებლები არ გაუგზავნია.
ნატოს შტაბ-ბინაში კი საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა მოიწვიეს. ალიანსში საქართველოს ელჩის გეგმა მგალობლიშვილის მოხსენების შემდეგ, ნატოს წარმომადგენლებმა მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და იმავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად პრობლემის მოგვარების გზების ძიებაზე გაამახვილეს ყურადღება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანჟეი ტიშკევიჩმა 30 აგვისტოს უკვე მიუსამძიმრა სპეცოპერაციისას დაღუპული პირების ოჯახებს და განაცხადა, რომ მისია თვალს ადევნებს მოვლენათა განვითარებას.
Internet.ge