„ქრისტიან-დემოკრატიულმა“ მოძრაობამ დღეს 15 კაციანი სიის
პრეზენტაცია გამართა. სიის პირველ ნომრად
მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ სიაში არ არიან, ინგა გრიგოლია, ზაზა გაბუნია და ჯაბა
სამუშია. მაჟორიტარობის კანდიდატებმა სიაში შეყვანაზე უარი თავად განაცხადეს.
„ქდმ“-მ დღესვე 15 კაციანი პარტიული სია წარადგინა. პარტიის პირველ
ხუთეულში შედიან: გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი, მაგდა
ანიკაშვილი და პაატა დავითაია.
მათი თქმით, პარლამეტში მოხვედრას ისინი მაჟორიტარული კანდიდატობის ოლქებიდან
შეეცდებიან.
გრიგოლიას განცხადებით, ის არ თამაშობს და განაგრძობს ბრძოლას
ხელისუფლების დამარცხებისთვის. იგი პარლამეტში მოვა იმ შემთხევაში, თუ მას გლადნის
მოსახლეობა დაუჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ „ქდმ“-ს ორ საარჩევნო ოლქში არ ყავდა დასახელებული
მაჟორიტარობის კანდიდატები და გიორგი თარგამაძემ ისინი დღეს დაასახელა, დიდუბეში-
ზურა ხაჩიზე, ხოლო საბურთალოზე - ნოდარ სარჯველაძე იყრიან კენჭს.
Internet.ge