თაქთაქიშვილი: ივანიშვილის მოთხოვნები გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არჩევნების შემდგომ არეულობის გამოწვევა
„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ სიძულვილის ენისა და ძალადობისგან თავი შეიკავოს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს, მმართველი გუნდის პრესსპიკერმა
ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ივანიშვილის მიერ დაყენებული მოთხოვნები უსაფუძვლოა.
„ბიძინა ივანიშვილის მიერ უსაფძვლო მოთხოვნების დაყენება
გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია არა სამართლიან და თავისუფალ
არჩევნებში მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევა. კიდევ
ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ განუხრელად დაიცვას საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ შორის პარტიების დაფინანსების გამჭირვალობის შესახებ.
მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ სიძულვილის ენისა და ძალადობისაგან, აღიარონ
არჩევნების შედეგები, რომელიც დადასტურებული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის
და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“,- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
internet.ge