„კახი კალაძე მზადაა დავით ბაქრაძესთან დებატებში მონაწილეობა
მიიღოს“,- ამის შესახებ განცხადება დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, თუ იქნება ტელედებატების
ნორმალური ფორმატი „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი მზად არის ნაციონალური
მოძრაობის სიის პირველ ნომერთან დებატებში დაჯდეს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კალაძე დებატებში, ფსევდო ოპოზიონერ
პარტიების ლიდერებთან, მონაწილეობას არ მიიღებს.
კოალიცია "ქართული ოცნების" პარტიული სია ცნობილია. როგორც
ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სიის პირველი
ნომერი კახი კალაძე იქნება. მეორე ნომრად
„ქართული-ოცნება დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე დასახელდა.
შემდეგ მოდის ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გოგი თოფაძე, გუბაზ
სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, ვანო კიღურაძე, დავით საგანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი.
internet.ge