აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარების და პარტიული სიების წარდგენის ვადა იწურება
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს, მაჟორიტარების და პარტიული
სიების წარდგენის ვადა იწურება.
როგორც ცნობილია, ამ დროისათვის სიები ექვსმა საარჩევნო
სუბიექტმა წარადგინა. უკვე ცნობილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს
საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას: „ნაციონალური მოძრაობა“, „დემოკრატიული სიმრათლის
პარტია“, „ლეიბორისტები“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქართული ოცნება“ და „მოძრაობა
სამართლიანი საქართველოსთვის“ მიიღებენ.
კომისია განაცხადების მიღებას დღეს, 18:00 საათზე დაასრულებს.
Internet.ge