მოსკოვში ცოდნისა და იმავდროულად, ქალაქის დღესთან დაკავშირებით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
ქუჩებში 25 ათასი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე და მოხალისეთა რაზმებია გამოყვანილი. საზეიმო ღონისძიებების ადგილებზე შესვლა კი მეტალოდეტექტორების გავლის შემდეგაა შესაძლებელი.
გაძლიერებულ დაცვაზეა აყვანილი სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტრო. თავშეყრის ძირითად ადგილებში ოპერატიული შტაბებია განთავსებული. პოლიცია ხალხს აფრთხილებს, რომ დებოშიორები დაკავებულ იქნებიან.
ამასთან, სახალხო სეირნობის ადგილებში სპირტიანი სასმელების გაყიდვა აკრძალულია.
რაც შეეხება ტრიუმფალურ მოედანზე გუშინდელი აქციის დროს დაკავებულებს, ყველა მათგანი გათავისუფლებულია – იუწყება რუსული მედია.
როგორც ცნობილია, ტრიუმფალურ მოედანზე ყოველი თვის 31 რიცხვში ტარდება აქცია კონსტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად, რომელიც მოქალაქეთა თავისუფალი შეკრების უფლებას ეხება.
მოსკოვის ხელისუფლება ამ აქციაზე სანქციის სხვადასხვბა მიზეზით, არასოდეს იძლევა.
შედეგად, არასანქცირებული აქციის მოტივით, გუშინ ტრიუმფალურ მოედანზე 35 ადამიანი დააკავეს, თუმცა ისინი უკვე გაათავისუფლეს.
internet.ge