ხაბაზი: ივანიშვილი პირსისხლიან ჯალათს – ლებედს აფინანსებდა და ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრის
მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ, კობა ხაბაზის
შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პირსისხლიან
ჯალათს – ლებედს აფინანსებდა, თუმცა ახლა, "ნიანგის ცრემლებს" ღვრის.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ხაბაზმა
9 აპრილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს, 9 აპრილთან
დაკავშირებით, აქამდე განცხადება არ გაუკეთებიათ, ახლა კი, ორივე "ნიანგის ცრემლებს" ღვრის.
მისი თქმით, 9 აპრილი ცივილიზებული სამყაროსთვის
ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რადგან ამ დღეს, რუსეთის ბოროტების იმპერიის ნგრევა
შეუქცევადი გახდა.
„დიახ,
ივანიშვილზე მოგახსენებთ, რომელსაც ერთხელაც არ გახსენებია 9 აპრილი. რა შეფასება უნდა
მიეცეს? – ე.წ. „ქართულ ოცნებას“, რომელსაც მე რუსულ ოცნებას ვეძახი. არც ის გამიკვირდებოდა
როდიონოვი და ლებედი რომ მოეყვანათ, დაეყენებინათ და ნიანგის ცრემლებით აეტირებინათ.
იმას ვერასდროს შევეგუები, რომ 9 აპრილი გახდეს გაპოლიტიკოსების მსურველთათვის ფარისევლობისა
და სიყალბის არენა. სხვა რა უნდა ვუწოდო, როდესაც 9 აპრილის მეორე დღეს, 10 აპრილს,
ადამიანი კომპარტიის რიგებში შედის და ახლა კი, პარლამენტის წინ მოდის და ნიანგის ცრემლებს
ღვრის, ვითომ, 9 აპრილი ძალიან აწუხებს. დიახ, უსუფაშვილზე მოგახსენებთ, რომელიც 10 აპრილს, კომუნისტური პარტიის რიგებში გაწევრიანდა“,
– განაცხადა დეპუტატმა.
Internet.ge