ჩიორა თაქთაქიშვილი: საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს შესწევთ ძალა ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა განახორციელონ
„ნაციონალურმა
მოძრაობამ“ ცესკო-ში პარტიის საარჩევნო სია წარადგინა. როგორც სიის წარდგენის
შემდეგ „ნაციონალების“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, სიაში მყოფ
ადამიანებს შესწევთ ძალა მათი წინასაარჩევნო პროგრამა განახორციელონ.
თაქთაქიშვილის
თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სია
155 კაციანია.
"თითოეული პირი, რომელიც იქნა
წარდგენილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, არიან ადამიანები, რომლებსაც საქმიანობით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით შესწევთ ძალა, განახორციელონ ჩვენი
წინასაარჩევნო პროგრამა „მეტი
სარგებელი ხალხს“ ",- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
პარტიის სიის პირველი ოცეული ასე
გამოიყურება: 1.დავით ბაქრაძე, 2.პეტრე ცისკარიშვილი, 3.გიორგი ბარამიძე,
4.თინათინ ბოკუჩავა, 5.გიორგი თევდორაძე, 6. ჩიორა თაქთაქიშვილი, 7.მიხეილ
მაჭავარიანი, 8.გიორგი ვაშაძე, 9.დავით საყვარელიძე, 10.მარიამ საჯაია, 11.გიორგი
გაბაშვილი, 12.ზურაბ ჯაფარიძე, 13.სერგო რატიანი, 14.გიორგი ოჩიაური, 15.ნიკოლოზ
ყიფშიძე, 16.ირმა ნადირაშვილი, 17.გიგი წერეთელი, 18.პავლე კუბლაშვილი, 19.გიორგი
კარბელაშვილი, 20. რამაზ ნიკოლაიშვილი.
internet.ge