ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში,
პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. პოლიტიკურ გაერთიანებებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიული სიების
წარდგენა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლოთ.
არსებული ინფორმაციით, სიები
ცესკო-ში ყველა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიტანა.
პროცედურულად ხვალიდან კომისიაში
სიების გადამოწმებას დაიწყებენ. ცესკოს სიების განხილვისა და რეგისტრაციაში გასატარებლად დრო
6 სექტემბრამდე
აქვს, რის შემდეგაც პარტიული სიები საჯარო
გახდება.
internet.ge