მიმდინარე კვირას საქართველოს ამერიკელი სენატორები: ჯონ
მაკკეინი და ჯოზეფ ლიბერმანი ეწვევიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის
ინფორმაციით, მაღალჩინოსნები შეხვედრებს
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ პარტიებთან
გამართავენ.
„ამ ვიზიტით ცალსახად
გამოვლინდება აშშ-ს საქართველოსადმი მხარდაჭერა და ხელისუფლების
მხრიდან გადადგმული ნაბიჯების აღიარება.
ჩვენის მხრივ ჩვენ მივაწვდით დამატებით ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე
პროცესებზე და დაგეგმილ რეფორმებზე“,- აღნიშნა კალანდაძემ .
internet.ge