GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამართლიანი არჩევნები: აგვისტოში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევებმა იმატა
15:16 03.09.2012
დღის სიახლეები

“სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს და შესაბამის უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის 1-ელი აგვისტოდან  26 აგვისტოს  ჩათვლით.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, აგვისტოს თვეში მნიშვნელოვნად იმატა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევებმა, კერძოდ, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა  სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის  - 10, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების/ძალადობის 15 (მათ შორის ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის 7 შემთხვევა), პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის - 8 (მათ შორის საჯარო მოხელეების მონაწილეობით პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის 5 შემთხვევა).

 

ანგარიშის მიხედვით ასევე, დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის - 10, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის - 3, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის/ხელის შეშლის - 4, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების 5  და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 31 შემთხვევა.

 

„სამართლიანი არჩევნები“ ანგარიშში დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, მის შემადგენლობაში მყოფ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ცესკოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს რეკომენდაციებით  მიმართავს.

 

ანგარიში, ასევე, მოიცავს ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული საჯარო შეხვედრებისა და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებების თაობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 2012 წლის 01 - 26 აგვისტოს განმავლობაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 182, „ქართულმა ოცნებამ“ - 376, „ახალმა მემარჯვენეებმა“ – 31, „ქრისტიან დემოკრატებმა - 34, პარტიამ „თავისუფალი საქართველო“  - 5, პარტიამ „სამართლიანი საქართველოსთვის“ -  4 საჯარო შეხვედრა გამართა.

 

ორგანიზაცია  წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს აგრძელებს და მომდევნო ანგარიშს  სექტემბრის მეორე ნახევარში წარმოადგენს.


internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია1
აშშ გარდამავალ პერიოდში საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას და მიმდინარე პროცესებს მხარს უჭერს2
სენსაცია - მეცნიერებმა საწვავი ჰაერისგან დაამზადეს3
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, თბილისთან დიალოგი შედგება4
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში ორ საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X