უშიშროების საბჭოს მდივნის
მოადგილის ბათუ ქუთელიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ ნატოს გენერალური მდივანი უკვე მესამედ ჩამოდის საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქუთელიამ განაცხადა, საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი
ქვეყანა, განსხვავებულ ურთიერთობებშია ნატოსთან.
„ჩვენ, როგორც ნატოს ასპირანტი
ქვეყანა, ვართ განსხვავებულ ურთიერთობებში ნატოსთან. როგორც საქართველოსთვის ასევე ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს წარმატებული პარტნიორი
და ის საბოლოოდ გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო“,- განაცხადა ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს 6 სექტემბერს ეწვევა.
internet.ge