„ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის“
საბურთალოს მჟორიტარობის კანდიდატი გურამ ჩახვაძე კონკურენტებს ანდრია
ურუშაძეს და დავით უსუფაშვილს ტელედებატებში იწვევს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩახვაძემ განაცხადა, საჯარო
დებატები არის კარგი საშუალება კონკურენტმა პარტიებმა ჯანსაღ კამათში ამომრჩეველს
საკუთარი შეხედულებები გააცნონ. შესაბამისად, ჩახვაძე მზად არის ნებისმიერ ტელეარხზე კონკუტენტებთან
დებატებისთვის, რთა დაასაბუთოს, თუ რატომ არ იმსახურებს „ნაციონალური მოძრაობა“ და
„ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა
მხარდაჭერას.
ჩახვაძის თქმით, ის
კონკუტრენტებს დებატებში განსახილველ საკითხებს წინასწარ სთავაზობს, ესენია: ტერიტორიულ
მთლიანობა, უმუშევრობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა და განათლება.
„ბატონო ანდრია და ბატონო დავით, თქვენგან დებატებში მონაწილეობაზე
უარის შემთხვევაში ჩავთვილი, რომ თქვენ უბრალოდ ჩემთან მაყურებლის თანდასწრებით
კამათს გაურბიხართ, რადგან არ გაქვთ მყარი არგუმენტები, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, როგორც
პრობლემების მოგვარების, ასევე ქვეყნის განვითარების კუთხით“,- განაცხადა გურამ
ჩახვაძემ.
Internet.ge