ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული
სპეცოპერაციისას დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე სპიკერმა რუსუდან
კერვალიშვილმა აღნიშნა, სამშობლოს
უსაფრთხოების დაცვის მიზნით სამი პიროვნება დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ორი ქართველი
სპეცრაზმელი არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური და სამხედრო ექიმი ვლადიმერ
ხვედელიძე დაიღუპნენ.
არჩილ ჩოხელი დღეს დაკრძალეს. დაღუპულის ოჯახს პირადად მიხეილ
სააკაშვილმა მიუსამძიმრა.
internet.ge