GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადებას მიესალმება
16:35 04.09.2012
დღის სიახლეები

საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონისა და ევროკომისრის შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებას მიესალმება. კოალიციამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

„მივესალმებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ვიცე-პრეზიდენტის ქალბატონ ქეთრინ ეშტონისა და ევროკომისრის ბატონ შტეფან ფულეს 3 სექტემბრის განცხადებას საქართველოს შესახებ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები დაინტერესებული არიან საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით და მდგომარეობით.

სათანადოდ ვაფასებთ ევროკავშირის მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რომელიც კიდევ უფრო დაჩქარდება დემოკრატიის ევროპული სტანდარტების ერთგული პოლიტიკური ძალების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

ვიზიარებთ განცხადებაში ხაზგასმულ შეფასებას იმის შესახებ, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემებად რჩება დემოკრატიის კონსოლიდაცია, მიღწეული ეკონომიკური შედეგების ხალხზე გადანაწილება და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის სრულფასოვანი მონაწილეობა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მომავალი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა იქნება სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

ვეთანხმებით, რომ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკამ უნდა გააჩინოს რწმენა საარჩევნო პროცესის სამართლიანობისადმი. როგორც ეს აღნიშნულია ეუთოს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ბოლო ანგარიშებში, სწორედ კანონმდებლობის შერჩევითი გამოყენება, სახელმწიფო ორგანოების პოლიტიკური მიკერძოებულობა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება იქცა საარჩევნო პროცესის მთავარ პრობლემებად.

ვიზიარებთ განცხადებაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის გამო, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე იზრდება პოლარიზაცია და დაპირისპირება.  სამწუხაროდ, კოალიცია "ქართული ოცნების" და მისი ლიდერის მზარდ პოპულარობას სააკაშვილის გუნდმა დაძაბულობისა და რეპრესიების ესკალაციის გარდა სხვა ვერაფერი დაუპირისპირა, რამაც მართლაც სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა დაპირისპირება მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის.

გაგებით ვეკიდებით მოწოდებას იმის თაობაზე, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენ,  ოპოზიციას, არანაკლები პასუხისმგებლობა გვეკისრება ქვეყნის მომავლისათვის. მეტიც, ვთვლით, რომ ნებისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობით დაკავებულმა მმართველმა გუნდმა პრაქტიკულად მოიხსნა პასუხისმგებლობა ქვეყანაზე და ასეთ პირობებში ჩვენ ვართ ვალდებული ხელისუფლების დარი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ.

სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ძალადობის ესკალაციას და პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მათ შორის, ვინმეს მიერ ხელისუფლების მიტაცებას. მზად ვართ იმისთვისაც, რომ მივიღოთ და გავიზიაროთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. 

დარწმუნებული ვართ, ევროკავშირი, ისევე, როგორც მთელი დემოკრატიული სამყარო, გააგრძელებს სათანადო ზომების მიღებას იმისათვის, რომ ქართველ ხალხს მიეცეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით საკუთარი მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შს სამინისტრო: გელა მთივლიშვილს პოლიციის შენობა იძულებით დაატოვებინეს1
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები ტერიტორიებისთვის დავას იწყებენ2
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ ეყოლება3
რუსეთის საგარეო უწყებას საქართველოში ქუჩის აქციები სურს4
ტელეკომპანია CNN-ის რეპორტაჟი ქალაქ ლაზიკადან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X