GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ტელედებატებში მონაწილეობას დათანხმდა
17:40 04.09.2012
დღის სიახლეები

საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" საზოგადოებრივ ახრზე გასამართ ტელედებატებში მონაწილეობას დათანხმდა. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

არხის გენერალური დირექტორის მისამართით გაგზავნილ წერილს, რომელსაც ხელს ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აწერს, „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ამა წლის 29 აგვისტოს თქვენი წერილის პასუხად, რომლითაც საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და ბლოკის სიის 1-ელ ნომერს 9 და 18 სექტემბერს ეპატიჟებით დებატებში, მინდა გაცნობოთ, რომ:

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი წინასაარჩევო პერიოდისთვის, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა უმნიშვნელოვანესია,  ხოლო დებატები  - პოლიტიკური ცხოვრების განუყოფილი ნაწილი.

დებატების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოვალეობაზე, მაქსიმალურად  ემსახუროს საზოგადოებას და მისცეს მას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის შესახებ სრული ინფორმაცია, არაერთხელ მიუთითებიათ როგორც კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, ისე კოალიციის სხვა წევრებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოიწვია დებატებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მაყურებლისთვის საინტერესო სწორედ ლიდერების დებატებია და არა დებატები დებატების გულისთვის, რომელმაც წინასაარჩევნოდ, უცხოელ დამკვირვებელთა დასანახავად და უცხოური ორგანიზაციების მოთხოვნით უნდა შექმნას ქვეყანაში თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს ილუზია.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას მივიღოთ მონაწილეობა დებატებში „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ ლიდერებს შორის. ამისათვის საჭიროა, ჩვენმა პოლიტიკურმა კონკურენტმა დაასახელოს თავისი ლიდერი და ქვეყნის ახლანდელი ან მომავალი პირველი პირი.

ასევე მისაღებია ჩვენთვის მონაწილეობა საარჩევნო სიების პირველ ნომრებს შორის გამართულ დებატებში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"თბილისი, ჩემი ქალაქის“ ჩვენება სექტემბერში იგეგმება1
ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება პარლამენტს გარეთ დარჩეს2
პარლამენტში კონფერენცია მიმდინარეობს3
“ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს4
სააკაშვილი: რამდენიმე დღეში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X