მოსკოვის ხელისუფლებამ უარი თქვა სანქცია გაეცა მილიონების მარშზე, რომელსაც ოპოზიცია 15 სექტემბერს გეგმავს.
მემარცხენე ფრონტის ლიდერის სერგეი უდალცოვის თქმით, მერიამ უარი იმით ახსნა, რომ განმცხადებელმა – სერგეი დავიდისმა წლის განმავლობაში ორჯერ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ოპოზიცია ახალ განაცხადს გააკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ მერია მიზეზებს იგონებს.
Internet.ge