მამუკა კუდავა: არჩევნების ორშაბათს ჩატარება საზღვარგარეთ მყოფი ქართველების პროცესში მონაწილეობას ხელს არ შეუშლის
საფრანგეთში საქართველოს ელჩის მამუკა
კუდავას განცხადებით, არჩევნების ორშაბათ დღეს
დანიშვნა, საზღვარგარეთ მყოფი ქართველების საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ხელს არ შეუშლის.
ამის შესახებ
განცხადება კუდავამ, ამბასადორიალზე,
ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, არალეგალები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, სხვა ყველა
ადამიანს კი, დილით ან საღამოს უბანზე მისვლა და არჩევანის გაკეთების საშუალება
თავისუფლად შეეძლება.
შეგახსენებთ,
რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები პირველ
ოქტომბერსაა დანიშნული.
Internet.ge