საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამბასადორიალზე
შეკრებილ ელჩებს ინსტუქცია მისცა. 62 ქვეყანაში საქართველოს ელჩებმა და კონსულებმა
ვაშაძისგან მოისმინეს ქვეყნის საგარეო კურსი და სამომავლო გეგმები.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2012 – 2013 წლებში
ქვეყნის მთავარი მიმართულებები ნატოსთან ურთიერთობა, ევროსტრუქტურებთან კიდევ უფრო
დაახლოება და ეკონომიკური თანამშრომლობა იქნება.
„ჩვენი მუშაობა ორგანიზებული იქნება, რომელიც პანელებადაა დაყოფილი.
სამუშაო წელი მიძღვნილი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხისთვის. ყურადღება
დაეთმობა ასევე ქვეყნის ურთიერთობას ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ
საზოგადოებასთან“,- განაცხადა ვაშაძემ და სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე
ღონისძიების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი მაღალი რანგის სტუმრები
საქართველოში ამბასადორიალზე დასაწრებად არ ყოფილან. განსაკუთრებით გამოვყოფდი
ნატოს გენერალურ მდივან ანდრეს ფოგ რასმუსენს და ჩემს ოთხ კოლეგას,- განაცხადა
ვაშაძემ.
რაც შეეხება თავად ამბასადორიალს, ამ წუთებში მისი მონაწილეები
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მიემართებიან.
internet.ge