რასმუსენმა რუსეთს სამხედრო წრთვნის - „კავკაზ 2012“-ს გამჭვივალობისკენ მოუწოდა
15:24 05.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს მოუწოდა, მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩაატაროს სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“.
ამის შესახებ რასმუსენმა განცხადება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები ალიანსისასთვის „ინტერესისა და შეშფოთების საგანია“.
„ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ სამხედრო წრთვნის ჩატარების საკითხს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების მიზნების გამჭვირვალობისა და ინფორმირების გზით ნდობის მოპოვება“ - განაცხადა რასმუსენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმებები და დაპატივი სცეს საქართველოს მთლიანობასა და სუვერენიტეტს.აღნიშნული განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტის წინ გააკეთა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|