კოალიცია „ქართული ოცნება“ NDI-ს მიერ დღეს
გამოქვეყნებულ შედეგებსაც უნდობლობას უცხადებს. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბიძინა
ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, კოალიცია მსგავსი სახის
კვლევებს უნდობლობას უცხადებს.
„NDI-ს და თუ გნებავთ სხვა ავტორიტეტული კვლკევითი ცენტრების შედეგების
ნდობა არ ნდობაზე განცხადება დიდი ხნის წინ გავაკეთეთ. კოლიცია „ქართული ოცნება"
მსგავს კვლევებს არ ენდობა. რაც შეეხება დღეს დადებულ შედეგებს არ
გავცნობილვარ, ვერაფერს გეტყვით“,-
აღნიშნა პრესსპიკერმა.
NDI- ის კვლევის მიხედვით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა
ივანიშვილის გეგმის შესახებ გამოკითხული მოსახლეობის 67 პროცენტმა არ იცის.
კითხვაზე – „იცით, თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ?" –
დედაქალაქში გამოკითხულთა 57% პასუხობს რომ არ იცის, ხოლო სოფელში უარყოფითი
პასუხი აქვს 71%-ს.
ამასთან კვლევამ დაადგინა რომ არჩევნების გაყალბების შემთხევაში
ბიძინა ივანიშვილი თუ საზოგადოებას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს მას მხარს 16%
დაუჭერს.
internet.ge