კაჩინსკი ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას არ აწყობს სმოლენსკის კატასტროფის გამოძიება
სმოლენსკის კატასტროფიდან 2 წლის თავზე დაღუპული პრეზიდენტის
ლეხ კაჩინსკის ძმა აცხადებს, რომ მომხდარი ტრაგედია სულ უფრო და უფრო ემსგავსება
ორგანიზებულ მკვლელობას.
პრეზიდენტ კაჩინსკის ტყუპისცალი, პოლონეთის უდიდესი პარტიის
„უფლება და სამართლიანობა“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ტელეკომპანია TVN24-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვერ დაამტკიცებს, რომ ეს
თავდასხმა იყო, მაგრამ ამაზე თუნდაც გამოძიების დროს დაფიქსირებული არაერთი დეტალი
მიუთითებს:
„თუკი ასეა, რომ
საერთაშორისო ურთიერთობებში იწყება სახელმწიფოსა და პოლიტიკური ელიტების
მეთაურების ლიკვიდაციის პროცედურა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ის არ მოსწონს,
მაშინ ეს იქნებოდა ახალი ხარისხი საერთაშoრისო ურთიერთობებში. მსგავს შემთხვევებს
ადგილი მხოლოდ აფრიკულ სახელმწიფოებში აქვს“ - განაცხადა
კაჩინსკიმ.
მისი თქმით, თუკი
თავად მოვიდოდა ხელისუფლებაში, სულ სხვაგვარად გამოიძიებდა მომხდარ კატასტროფას.
„მე შეურაცხმყოფს, რომ პოლონეთი ისე იქცევა, თითქოსდა, არ არის სუვერენული
ქვეყანა, და ეს მაშინ, როცა მისი 96 მოქალაქე იღუპება“.
კაჩინსკი ფიქრობს,
რომ პოლონეთის მმართველი პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ არ არის დაინტერესებული, რომ სმოლენსკის ავიაკატასტროფა
გამოძიებული იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, „გამოაშკარავდეს
ისეთი ფაქტები, რომლებზეც მათ პასუხის გაცემა მოუწევთ“ - განაცხადა იაროსლავ
კაჩინსკიმ.
Internet.ge