ივანიშვილი: პროგრამის შედგენას 10 თვეზე მეტი მოვანდომეთ, მაგრამ იქ ახალს ვერაფერს ნახავთ
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნების“ საარჩევნო
პროგრამა დღეს პრესკონფერენციაზე თავად კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა
წარადგინა.
ივანიშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პროგრამის შედგენას 10
თვეზე მეტი დრო დაუთმეს იქ ახალს ვერაფერს ნახავ.
„ასე სერიოზულად მივუდექით ამ პროგრამის შემუშავებას, მაგრამ აქ ისეთს
ვერაფერს აღმოაჩენთ, რაც ჩვენ ხელისუფლებას არ უთქვამს. ან რასაც ამბობს ოპოზიციურად მონათლული სხვადასხვა
სუბიექტი. მთავარი განმასხვავებელი ჩვენსა და მათ პროგრამებს შორის სანდოობაა“,-
აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პროგრამაში „ქართული ოცნების“
პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და დასაქმება რჩება.
internet.ge