საქართველოში დღეს, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და დემოკრატი სენატორი ჯო ლიბერმანი
ჩამოვლენ.
ვიზიტის
ფარგლებში
სენატორები
გამართავენ
შეხვედრას
საქართველოს
პრეზიდენტთან
და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ცალსახად გამოვლინდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
„ვიმედოვნებთ,
რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება დამატებით მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროცესების თაობაზე“,- განაცხადა კალანდაძემ.
internet.ge