კაპანაძე: ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს იმ ზრახვების თავიდან აცილება, რომელიც რუსეთს აქვს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით,
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება არ მოადუნოს და იმ
ზრახვების თავიდან აცილება მოახერხოს, რომელიც რუსეთს აქვს.
ამის შესახებ განცხადება, კაპანაძემ დღეს, ამბასადორიალის მეორე სამუშაო
დღის გახსნის წინ გააკეთა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღეს ამბასადორიალზე ოკუპირებულ
ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
მისი თქმით, თანმიმდევრული მუშაობის შედეგია, რომ რუსეთმა ოკუპირებული
ტერიტორიებთან დაკავშირებით მხოლოდ 4 აღიარების მიღწევა შეძლო.
Internet.ge