კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი დღეს სენატორ ჯონ მაკეინს შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია
„ინტერნეტ.ჯი“-ს კოალიციის პრესმდივანმა მაია ფანჯიკიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ივანიშვილი ასევე ამერიკის
ახალ ელჩთან საქართველოში რიჩარდ ნორლანდთან გამართავს შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში
დღეს, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და დემოკრატი სენატორი ჯო ლიბერმანი
ჩამოვლენ.
ვიზიტის ფარგლებში სენატორები გამართავენ
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
დღესვე, სენატორები „ქრისტიან-დემოკრატიული“
მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდებიან.
internet.ge