„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატებს საქართველოში წინასაარჩევნო გარემო გააცნეს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატებს საქართველოში
წინასაარჩევნო გარემო გააცნეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების“
წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან
საუბრისას აღნიშნა, დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია, საქართველოში წინასაარჩევნო
გარემოზე. სუბარის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია
შეაჩეროს პროცესები, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო დიპლომატებისთვის
მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესები საქართველოში.
სუბარმა გაიხსენა დიპლომატების აქტიურობის შედეგად მიღებული
შედეგებიც.
„დიპლომატების აქტიური ჩარევის დამსახურებაა ის, რომ კოალიცია
„ქართული ოცნების“ ეზოში აღარ არის ნაგავი, ასევე ის, რომ კოალიციის ოფისის
რამდენიმე ოთახი დაცლილია და მასში აღარ იმყოფებიან კუდის და სოდის
თანამშრომლები. მათი დამსახურებაა ის, რომ ოთხი შემომწირველის ქონება, რომელიც 4
სექტემბერს სახელმწიფო საკუთრებაში უნდა გადასულიყო არ გადავიდა“,- განაცხადა
სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კოლაიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი
რესპუბლიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს შეხვდება.
Internet.ge