თინათინ ბოკუჩავა: შემაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნება“ NDI-ის და IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების დისკრედიტაციას განაგრძობს
„ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობა“ NDI-ს კვლევებს გამოეხმაურა. მოძრაობის წევრის თინათინ ბოკუჩავას
განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სურვილია,
პირველი ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდეს.
მისი
თქმით, კვლევა მნიშვნელოვან სურათს იძლევა,
მოძრაობისთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1-ელი ოქტომბრის
საპარლამენტო
არჩევნები
ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში.
ბოკუჩავამ დღესვე კვლევებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების"
წარმომადგენლების განცხადებებიც შეაფასა.
„ჩვენთვის ძალიან უცნაური და შემაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნება“
წინასაარჩევნო პერიოდშიც განაგრძობს ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არის NDI და IRI, მიერ ჩატარებული კვლევების დისკრედიტაციას.
კოალიცია ხშირად მიმართავს პროვოკაციულ ქმედებებს, ყველას ახსოვს უპრეცედენტო მიმართვა ამერიკის ელჩისადმი, სადაც მან მოითხოვა NDI-სა და IRI-ს კვლევების შეჩერება. ეს ქმედება მართლაც უპრეცედენტო
მოთხოვნაა, რადგან რთული წარმოსადგენია სადმე არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც არ
აინტერესებს თავისი
ხალხის განწყობა“,-
განაცხადა ბოკუჩავამ.
Internet.ge