რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს
გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის თვითმფრინავი დაეშვა.
უცხოელ სტუმარს, რომელიც თბილისში მიმდინარე ამბასადორიალში მიიღებს
მონაწილეობას ტრაპთან საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დახვდა.
ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ რასმუსენი
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება.
internet.ge