ამერიკელი კონგრესმენი ჯონ მაკკეინი
„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძარაობის ლიდერ გიორგი თარგამაძეს პარტიის ოფისში
დახურულ კარს მიღმა შეხვდა.
შეხვედრას
პარტიის ლიდერები გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი და საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოძრაობის ლიდერმა აშშ-ს მაღალი რანგის პოლიტიკოსების ვიზიტი
მნიშვნელოვანად შეაფასა.
„ყველანი ვიბრძვით იმისთვის, რომ 1-ელ ოქტომბერს საქართველო გავიდეს
სამშვიდობოს და ამ არჩევნებმა მისცეს ბიძგი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ
ტრანსფორმაციას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის უფრო მეტად ზრდა ჩვენი
ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს გაზრდის ინვესტორების
აქტიურობას, უფრო მეტი ფულის ჩადებას ქართულ ეკონომიკაში და ქართველი ხალხის
დასაქმებას", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
აშშ–ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის
ხელძღვანელობით საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
დელეგაციაში შედიან სენატორი
ჯოზეფ ლიბერმანი და სენატორი ლინდსი გრემი. აშშ-ს მაღალჩინოსანთა ვიზიტი ორ
დღიანია.
internet.ge