ანდერს ფოგ რასმუსენი: მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისათვის ბრწყინვალე ტესტი იქნება
ნატო-ს გენერალური მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო რეფორმების გზაზე დგას, ნატო კი, ამ
რეფორმების მხარდაჭერას გააგრძელებს.
ამის შესახებ განცხადება, რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილთან
გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს დემოკრატიისათვის, ბრწყინვალე ტესტი
იქნება.
„მაქვს იმედი,
რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე თავის როლს შეასრულებს ამ პროცესში. მომავალი
თქვენს ხელშია, მაგრამ თქვენ გყავთ მეგობარი ნატოს სახელით“,- განაცხადა რასმუსენმა.
internet.ge