ექსპერტ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს
ფოგ რასმუსენის მიერ რუსეთის მისამართით გუშინ გაკეთებული განცხადებით, რუსეთის დიპლომატიამ
კიდევ ერთხელ განიცადა კრახი.
ჩიტაძის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთის ექს
პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებასას ადეკვატურად, სწორედ იმ ქვეყნის ტერიტორიიდან
უპასუხა, რომელის დაპყრობას ჩრდილოელი მეზობელი აპირებდა.
„მედვედევის განცხადება, რომ 2008 წლის აგრესია ნატოს გაფართოვების
წინააღმდეგ იყო მიმართული ნატოს რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია, რუსეთის
დიპლომატიამ გუშინდელი განცხადებით სრული კრახი კიდევ ერთხელ განიცადა, რასმუსენი,
რომელიც თავის გამონათქვამებში ყოველთვის ფრთხილია, პირდაპირ დაუპირისპირდა პუტინ-მედვედევის ტანდემს და უთხრა, რომ თუ 2008
წლის აგრესია ნატოს გაფართოების წინააღმდეგ იყო მიმართული, ამან სრული კრახი
განიცადა. ვვარაუდობ, რომ ამ განცხადებას საპასუხო შეფასება უახლოეს პერიოდში უნდა
მოჰყვეს“,- აღნიშნა ექსპერტმა.
მისივე შეფასებით, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, საქართველო ნატოს
დღითიდღე უახლოვდება.
„რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, სექტემბერში შეიქმნა სპეციალური
კომისია, შემდეგ იყო ჩიკაგოსა და ბუქარესტის სამიტები სადაც მიიღეს ურყევი
გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
ამასთან, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ეროვნული პროგრამა, რომელსაც მე
პირადად მაპის ალტერნატივას ვუწოდებ. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებში მოწინავე
ადგილას რომ არის, ამას იმ სამიტების რაოდენობაც მეტყველებს, რომელშიც საქართველომ
ბოლო წლებში მიიღო მონაწილეობა“,- განმარტა ნიკა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დიმიტრი მედვედევმა აღიარა,
რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების დაბომბვა, ნატოს გაფართოების წინააღმდეგ
იყო მიმართული.
internet.ge