„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი
მინაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ რიტორიკა რუსეთის ხელისუფლების პოზიციას შეესაბამება,
საქართველოს ხელისუფლება კი, აუცილებლად გააგრძელებს ნატო-სკენ სვლას.
ამის შესახებ
განცხადება, მინაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მაშინ,
როდესაც მსოფლიოს ლიდერები ცალსახად აფიქსირებენ საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებისკენ მხარდაჭერას, "ქართული ოცნება" ამ ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ გამოდის.
მინაშვილის
განცხადებით, ბარიკადების ერთ მხარეს საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოა, განვითარებული ქვეყანა, წარმატებული მოქალაქეები, ხოლო ბარიკადების მეორე
მხარეს წარუმატებელი, ჩამორჩენილი, კორუფციაში ჩაფლული რუსეთი
და „ქართული ოცნება“ დგას.
internet.ge